უქმე დღეები

კომენტარი არაა

უქმე დღეები საქართველოში

საქართველოში შრომის კოდექსის შესაბამისად ოფიციალურ უქმე დღეებად განსაზღვრულია შემდეგი დღეები:

  • 1 და 2 იანვარი. ახალი წლის სადღესასწაულო დღეები.
  • 7 იანვარი. შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
  • 19 იანვარი. ნათლისღება.
  • 3 მარტი. დედის დღე.
  • 8 მარტი. ქალთა საერთაშორისო დღე.
  • 9 აპრილი. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე; საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • სააღდგომო დღეები- დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე-აღდგომის მეორე დღე. (თარიღები ცვალებადია)
  • 9 მაისი. ფაშიზმზე გამარჯვების დღე.
  • 12 მაისი. წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე.
  • 26 მაისი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
  • 28 აგვისტო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა).
  • 14 ოქტომბერი. მცხეთობის (სვეტიცხოვლობის,კვართის დღესასწაულის) დღე.
  • 23 ნოემბერი. გიორგობის დღე.

უპასუხეთ

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *